announcement
19 აპრილს, ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლა გამართავს ტრენინგს თემაზე- „როგორ შევადგინოთ ინოვაციური ბიზნეს გეგმა“.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან პროცესს, რომელსაც სტარტაპი გადის იდეიდან განხორციელებამდე. აღნიშნული ფორმატი გულისხმობს მონაწილეთა აქტიურ ჩართულობას, ჯგუფურ დავალებებს, გადაწყვეტილებების მიღებასა და დისკუსიას.
ტრენინგს გაუძღვებიან საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორები და სტარტაპერები. თითოეულ მონაწილეს საქართველოს უნივერსიტეტი სერთიფიკატს გადასცემს.
ღონისძებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია:
https://goo.gl/forms/rdEPy87KtiaGdOD73
თარიღი: 19.04.2018
დრო: 16:00 სთ
ადგილი: ქ.ბათუმი, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი, ჯავახიშვილის 5